პოლიტიკა

,,სპეცრეჟიმში აპირებენ არჩევნების ჩატარება-გამარჯვებას _ ივანიშვილის მორიგი ტიკ-ტოკი”

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ ივანიშვილის ტიკ-ტოკი ანუ ე. წ. ანტიკრიზისული გეგმა

სახელმწიფო იღებს 3 მილიარდი დოლარის (დაახლოებით 10 მლრ. ლარი) საგარეო ვალს, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება. აქედან, გამოცხადებული ე. წ. გეგმის თანახმად გროშებს მიუგდებენ ხალხს (300 ლარი თვითლასაქმებულს, 200 ლარი სამსახურდაკარგულს, 100 ლარი სოც. დაუცველს), რასაც საშუალო ოჯახი დახარჯავს ერთ კვირაში საკვებისა და მედიკამენტებში, რომელ ბიზნესაც მონოპოლიურად ივანიშვილი და მისი კლანი ფლობს, რომლებმაც ისარგებლეს რა ამ კრიზისით გაათმაგეს ფასები. შესაბამისად, ეს ფულიც მათ ყულაბაში ჩაჩხრიალდება.
ე. წ. გეგმის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ თანხის უდიდეს ნაწილს ბიზნესს და ბანკებს გადასცემენ (ვითომდა ეკონომიკის ასაღორძინებლად), ამ ქვეყანაში ბანკებისა და ბიზნესის ძირითად სექტორს ასევე ოლიგარქი და მისი ოჯახი ფლობს, შესაბამისად, ეს მილიარდებიც, მოგებითურთ მათ აქაურ თუ ოფშორულ ანგარიშებს დაამშვენებს.
კორონა პანდემიის მოტივებით კიდევ სამი თვე (თუ დაჭირდათ კიდევ გააგრძელებენ) არ აპირებენ შეზღუდვების მოხსნას, რაც არამხოლოდ ეკონომიურად დაარტყამს ხალხს, არამედ ამ პერიოდში აყრილი გვექნება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და ამ ფონზე სპეც. რეჟიმში აპირებენ არჩევნების ჩატარება-გამარჯვებას.
სწორედ ეს არის ივანიშვილის მორიგი ტრიუკ ტიკ-ტოკი.
რაც, ბუნებრივია არ უნდა ვაპატიოთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ქვეყნისა და ხალხის აბუჩად აგდებისა და გაუბედურებისათვის.

Related Articles

Back to top button
Close