საზოგადოება
კიდევ ერთი სოციალური სერვისი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა მიიღებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის მხარდაჭერით და მუნიციპალური განვითარების სერვისებში განხორციელებული ცვლილებით, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთი სოციალური სერვისი ადგილზე მიიღოს. კერძოდ, მათ უკვე შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებისთვის გაწეული დახმარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგარანტიო წერილი) სოფელში არსებული ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მიიღონ.
მსგავსი ნაბიჯების გადადგმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად ზრუნავს კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადოს მოქალაქეთა მომსახურება.