პოლიტიკა

,,ვაი სირცხვილო, სწორედ თქვენ ქმნით და ხელს უწყობთ ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში”

ვის შეუტია ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა?

დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ თუ გაგახსენებთ, რომ სწორედ ე.წ აირაი და ენდიაი დგანან 30 წელია გაყალბებული არჩევნების სათავეებთან. მათ დაადასტურეს, გაათეთრეს და გაალეგიტიმურეს ყველა გაყალბებული არჩევნები საქართველოში 1995 წლიდან. განსაკუთრებით ალერგია აქვთ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ— 68 პროცენტი რომ გვქონდა რეიტინგი, მაშინაც მაქსიმუმ ერთ პროცენტს გვიწერდნენ. დღესაც მორიგი პასკვილი გამოაცხო ენდიაიმ, სადაც ლეიბორისტული პარტია ნახსენებიც არაა, სამაგიეროდ, მცირე, მაგრამ თურმე რაღაც კატეგორია თავის იდეებთნ ახლოს მდგომად მიიჩნევს ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის შექმნილ ე.წ აღმაშენებელს და ახალგაზრდების თვალთ–დამთხრელი გახარიას პარტიას. ვაი სირცხვილო, სწორედ თქვენ ქმნით და ხელს უწყობთ ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში და სწორედ ამით სარგებლოს რუსი ოლიგარქის რეჟიმი, როდესაც თავზე გამხობთ ყველაფერს,რომელსაც სხვათა შორის ასევე გაუთეთრეთ ამ ათი წლის მანძილზე ყველა ურცხვად გაყალბებული არჩევნები.
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close