ჯანდაცვა

აკაკი ზოიძე: ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში, პენსია გაიზარდა 80%-ით

აკაკი ზოიძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე:

_ მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსთა ახალ მინისტრს, ბატონ მამუკას, ისევე, როგორც ბატონ დიმიტრის იმ მუშაობისთვის, რაც პარლამენტთან და მათ შორის ჩვენს კომიტეტთან გასწიეს ბიუჯეტის დღევანდელი სახით წარმოდგენისათვის და მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის იმედს მომავალში, რომ გვექნება იმ სიდიდის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის დოვლათის და სიმდიდრის მომტანი იქნება. ეს არის ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტი, მაგრამ ინარჩუნებს სოციალურ ორიენტაციას. თანხების დაახლოებით მესამედი კვლავაც მიმართულია სოციალურ დაცვაზე – 28% ბიუჯეტის და ის ასახავს იმ ტენდენციას, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში იყო, როდესაც პენსია გაიზარდა 80%-ით, მაღალმთიან რეგიონებში 2017 წლიდან კიდევ უფრო მეტით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის ეს საკმარისი, დღეს პენსია უნდა იყოს, ალბათ, 500-600 ლარი, ანუ საშუალო ხელფასის 50-60 პროცენტი, იმისათვის, რომ მან შეასრულოს ის დანიშნულება, რაც აქვს პენსიას. ეს არის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა. მაგრამ ამას სჭირდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარი ანუ დღევანდელი ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი. და ის, რომ ჩვენ უახლოესი 10 წლის განმავლობაში შევძლოთ რეალურად სწორედ ამ სიდიდეს მიაღწიოს პენსიამ, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით თითოეუილ პენსიონერს უნდა ჰქონდეს. ამისათვის არის სწორედ მოწოდებული დაგროვებითი პენსიის რეფორმა, რათა მივაღწიოთ ჩვენი პენსიონერებისთვის ღირსეულ პენსიას. იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამაზე მთავრობის დასტური გვაქვს, რომ ჩვენ დღევანდელი პენსიონერებისთვის გვექნება მექანიზმი შემოთავაზებული, რომელიც იქნება ინდექსაცია ეკონომიკური ზრდის თუ ფასების ზრდის პარალელურად გაეზარდოს პენსიონერებს პენსია და პოლიტიკოსების ხელში შემყურე არ იყვნენ, როდესაც არჩევნების წინ საჯილდაო ქვად იქცევა-ხოლმე პენსიის ზრდა. ეს არის ის გზა, რომელიც შეგვაძლებინებს ვთქვათ საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომ ჩვენ ღირსეული საპენსიო სისტემა გაგვაჩნია. 2013 წლის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, თითქმის 1 მილიარდამდე ლარს ვხარჯავთ ჯანდაცვაზე. ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, ამან ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და ფიზიკურად, სიცოცხლე გადაარჩინა და ათიათასობით ოჯახი გადაარჩინა გაღარიბებისგან, რომელიც ჯანდაცვის დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ არის ეს საკმარისი? რა თქმა უნდა, არ არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ მინიმუმ 5 პროცენტიანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უნდა იყოს, რომ ჩვენ ჭეშმარიტად უნივერსალური ჯანდაცვა გვქონდეს. დღეს ეს გახლავთ 2,5 პროცენტი ანუ 1 მილიარდი ლარი 40 მილიარდისა, რომელიც არის პროგნოზი მთლიანი შიდა პროდუქტისა. გასაორმარგებელია ჯანდაცვის დანახარჯები, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნივერსალური ჯანდაცვა ჰქონდეთ, რომ მათ ჯიბეს არ დაეტყოს წამლების გაძვირება, რომ მათ ჯიბეს არ დაეტყოს ჯანდაცვაში მიმდინარე ინფლაცია, რადგან ჯანდაცვაში ინფლაცია მსოფლიოში აჭარბებს ზოგად ინფლაციას და ფასები ბევრად უფრო იზრდება, დანახარჯები უფრო მეტად იზრდება, რადგანაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და მთლიანად მსოფლიო და განვითარებული ქვეყნები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ უფრო მეტს, ვიდრე ცხოვრობდნენ მანამდე და ამიტომაც არის პენსიონერთა რაოდენობა მომატებული, ბატონო ზურაბ და არ არის, როგორც თქვენ ბრძანეთ, თითქოს შემცირდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არ შემცირებულა. ეს არის სტატისტიკური მაჩვენებელი, რადგანაც აღწერის შედეგად მოხდა გადათვლა მოსახლეობის საერთო რაოდენობის და ამის გამო მოხდა სწორედ იმ მაჩვენებლის შემცირება. ადამიანები ცხოვრობენ უფრო მეტს და უფრო ჯანმრთელად და დიდი იმედი მაქვს, ბატონო კაკო მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ კიდევ უფრო გაიზრდება თამბაქოზე აქციზი, რადგან 11 000 ადამიანს, რომელიც ნაადრევად იღუპება თამბაქოსგან, ამით ერთი ადამიანიც რომ გადავარჩინეთ, რომ თავი დაანებოს იმის გამო, რომ თამბაქო ძვირია, ეს იქნება უდიდესი მიღწევა. და ის უზარმაზარი დანახარჯები, რომელიც სახელმწიფოს აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელიც სწორედ თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებებზე იხარჯება და ამით შეიძლება არ ყოფნიდეს იმ ადამიანებს, რომლებიც თამბაქოს არ ეწევიან და არჩევანი არ გაუკეთებიათ მავნე ცხოვრების მიმართულებით და მიუხედავად ამისა, სჭირდებათ ჯანმრთელობაზე დანახარჯები. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მომავალში დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ აი იმ მაჩვენებლებს მივაღწევთ, რაზეც იყო საუბარი, 500-600 ლარი პენსია და ჯანდაცვაზე გაორმაგება ბიუჯეტი. ეს იქნება გრძელვადიანი ორიენტირი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close