საზოგადოება
კვლევის შედეგებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა
,,მადლიერება მინდა გამოვხატო გამოკითხვის ყველა მონაწილის მიმართ, რომელთაც დააფასეს ჩვენი რეფორმები და შრომა"
USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ჩატარებული იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთა კვლევის შედეგებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
მადლიერება მინდა გამოვხატო გამოკითხვის ყველა მონაწილის მიმართ, რომელთაც დააფასეს ჩვენი რეფორმები და შრომა.
ამასთან, იმედს ვიტოვებ, რომ გამოკითხულთა ის 3%, რომელიც ნეგატიურად აფასებს ჩვენს საქმიანობას, არ არიან ადამიანები, რომელთაც არასდროს არაფერი არ მოსწონთ და ამიტომ, მაქსიმალურად გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას ჩვენი საქმიანობის უკეთ გასაცნობად.
დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე