საინტერესო

უცხოპლანეტელების კვალი ხადას ხეობაში?

ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი, მისი ტურისტული ჯგუფის „მწვანე ტურები – საქართველოს“ გვერდზე, მთიულეთში, კერძოდ კი ხადას ხეობაში, 28 ივლისს გადაღებულ უცნაურ ფოტოს აქვეყნებს. მასზე ნათლად ჩანს, სწორი წრეწირის ფორმის, 5-10 მეტრის ფორმის 4 „ანაბეჭდი”, რომელებიც მაღალი მთის ფერდობზე, ალპურ მდელოებზეა განთავსებული. როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, ეს ყველაფერი, ძალიან გავს, ცნობილი ამერიკული ფილმის, „ნიშნების“ სიუჟეტს, სადაც მსგავსი მოვლენა უცხოპლანეტელებს უკავშირდება.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მათ ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ამ მოვლენის ახსნა ვერ მოისმინეს და იგი კომპეტენტური პირებისგან აღნიშნული მოვლენის, დასაბუთებულ განმარტებას ან აღნიშნულის შესწავლას ითხოვს…

Related Articles

Back to top button
Close