,,საქართველოს პოლიტიკა ურაპატრიოტებისა და ფსევდოპატრიოტების დაპირისპირების არენად იქცა”
თემურ შაშიაშვილი, ,,თეთრები”-ს ლიდერი:
_ ურაპატრიოტიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი ორთავე ერთნაირად დამანგრეველია…ორთავე გარედან ფინანსდება, აბნევს ხალხს და კლავს ნამდვილ პატრიოტიზმს..
დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე მხოლოდ ურაპატრიოტებსა და ცრუპატრიოტებს უჭირავს.
ერთნაირად ანტიქართულია სააკაშვილის “პატრიოტიზმი”-ჩამოვალ საქართველოში და გიშველით….
და არაერთი ბოლოდროინდელი მოწოდებაც ,ჩამოვალთ ბათუმში და მანდ ჩაგიტარებთ დიდგორობას.
ძნელია დასაჯერებლად,მაგრამ კარგად გავიხსენოთ,სად მიგვიყვანეს მოწოდებებმა : “ჩამოვალთ სოხუმში და. “, “ჩამოცალთ ცხინვალში და…”- ძმები დაგვაპირისპირა და გადაგვკიდა ერთმანეთს…
რეალურად ერთნაირად ანტიქართულია :
● მეჩეთის აშენებაც და აშენების წინააღმდეგ ამ ფორმით ბრძოლაც..
● თურქეთის,რუსეთის ,ირანის,სხვა მეზობლების ლანძღა-გინებაც და ყოველგვარი ამერიკულის, დასავლურის გაფეტიშებაც..
საერთოდ ქართული არ არის სხვა ქვეყნებთან არც დაპირისპირება და არც მორჩილება.
ყველაზე დიდი ანტიქართულია ის,რომ საქართველოს პილიტიკა ურაპატრიოტებისა და ფსევდოპატრიოტების დაპირისპირების არენად იქცა.
ყველაზე ადვილია ლანძღვა-გინება და დაპირისპირება…
ყველაზე ძნელია ქართული საქმის კეთება..
პირველს უნდა აგრესია და მუშტის ქნევა…მეორეს,გონება და მოთმინება.
გვითხრა გენიოსმა-სიყვარული აგვამაღლებსო …და…გველსა ხვრელით ამოიყვანს,ენა ტკბილად მოუბარიო..
კარგად,მეცნიერულად გააზრება უნდა მოქმედების სტრატეგიასაც და ტაქტიკასაც…სხვანაირად საქართველოში ნიჭის ძალაუფლება კი არა,ურაპატრიოტების და ცრუპატრიოტების მმართველიბის გაგრძელება გვექნება…
ამ ტექსტს შუაგულ გერმანიში ვწერ და კარგად ვგრძნობ,ყოველ ადამიანს მტერი საკუთარ თავში ჰყავს და არა საკუთარ თავს გარეთ…ყოველ ქვეყანას, ხალხს მტერი ქვეყნის შიგნით ჰყავს და არა ქვეყნის გარეთ. რომ ყველაზე დიდი ომი საკუთარ თავთან უნდა გქონდეს და არა სხვასთან..
ქვეყანა მაშინ იქნება ძლიერი,როცა მის სათავეში საკუთარ თავზე გამარჯვებულები იქნებიან და არა სხვასთან მებრძოლები.
საკუთარ თავზე გამარჯვებული გონიერებითაა სავსე და მისთვის ქუჩა არ არის პოლიტიკის ადგილი,სხვასთან მებრძოლი,ქუჩაშია,აგრესიით და ამბიციითაა გაჟღენთილი…დემაგოგიით არის სავსე და ერთი რამ იცის კარგად,ხალხის ენაზე საუბრით ატყუოს ხალხი…და უკადრებელს კადრულობს სკამზე დაჯდომის ,თუ მისი შენარჩუნებისთვის…
გონიერმა იცის,რომ ხალხის ენაზე საუბრით,ხალხი ბრბოდ იქცევა.
პოლიტიკოსი არის ის,ვინც ფლობს ქვეყნის მართვის ხელოვნებას, მაღლაა,მაგრამ ხალხს მაღლიდან არ უყურებს,ხალხთან კი არ ჩამოდის,ხალხი მიყავს თავისკენ.
ისტორიულად,ასეთი ადამიაბები ქმნიდნენ და ქმნიან კეთილდღეობას,მხოლოდ ასეთი პოლიტიკოსებით ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!
სხვა სტანდარტების პილიტიკური ცხოვრება გვინდა და სხვა განზომილების პილიტიკოსები.
ღირს თავგანწირვა ამ მიზნისათვის!