საზოგადოება

,,მოუწევთ შვიშტოკების გადაგდება და შარვლის აწევა! გადავრჩებით მორიგ ტიტლიკანა პერფორმანსებს!”

როგორია ხალხის აზრი ხელისუფლებისა და ოპოზიციის სკანდალურ შეთანხმებაზე,  ფეისბუქმომხმარებლების პოსტებიდანაც ცხადად ჩანს:

ზაზა მჟავია:

აი, ამისი (რომან გოცირიძეზე ამბობს) და გაბოზებული ოპოზიციის ჭყლოპინი აღიზიანებს ხალხს, ამ უტიფარმა ძალიან კარგად იცის, რომ არავითრი ხელისუფლების გადაბარება არ მოხდება, უბრალოდ ესაა მიმართული ამათ ტვინგაყინულ ამომრჩველზე და ხალხში უარყოფითი მუხტის დანერგვისაკენ…აი, ესაა ხელისუფლებავ, შენი კოჰაბიტაცია და დემოკრატიულად კურტუმოს თმაშის შედეგი!

მადი, მადინა:

მე არასოდეს არ ვაპატიებ ოცნებას აი ამ ნაძირალის( ესეც გოცირიძეზეა) !! ბოკერიასი და კიდევ ბევრი სატანის ბლუკუნს!!! მე ამათ 2012 წელში ვუთხარი არა!!! დროა, მართლა აზრზე მოვიდეთ, თორემ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ხშირად ვიმეოროდ ეს სიტყვები !!

ბადრი ბლიაძე:

ოჰოჰო, რა გაყლბება წავა?!
არნახული!!!

დემური ქვაცაბაია:

გუშინდელ გნაცებთან ,,შეთანხმებაზე” ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო: ვატყობთ, რომ გნაცებს ,,გამარჯვება” უხარიათ, მაგრამ ამბობენ, რომ წიწილებს შემოდგომაზე, არჩევნებზე ითვლიანო.. და როცა დაითვლიან და ძალიან ბევრი წიწილა აღმოჩნდება ,,ოცნების” ყულაბაში და ცოტა გნაცებისაში, ვერაფრით იყვირ-იწივლ-ისტვენენ, გაგვიყალბესო! რადგან, მათი მეგობარი (და არა ჩვენი) კიზინგერი (პესკოვი) და დეგნანი (ზახაროვა) ეტყვის: იმდენი დავათმობინეთ მთავრობას, რომ აწი არჩევნებისთვის თქვენ იმუშავეთ და ხალხი მიიმხრეთ,ქართველ ხალხს ჩვენ ვერ დავათმობინებთო! .. ასე რომ,არჩევნების მერე ვერ დაეხმარება კიზინგერი(იქაური პესკოვი) და დეგნანი(იქაური ზახაროვა) გაპრავებაში! მოუწევთ სვიშტოკების გადაგდება და შარვლის აწევა! ასევე გადავრჩებით მორიგ ტიტლიკანა პერფომანსებს! .. ბრძოლა გამარჯვებამდე! გაუმარჯოს ,,ოცნების” გამარჯვებას! (პოლიტპატიმრები კი არა კვახი! გინდა გოგრა! გინდა ბია,გინდა კომში!)

გიორგი გიუაშვილი:

მაინც გადავწყვიტე დავწერო!
გულის ამრევია უყურო, თუ როგორ “ქარვასლად გადააქციეს მთელი ქვეყანა”!
ივანიშვილის გაიძვერა, გაუმაძღარი და ქვეყნის მძარცველი ხროვის დამარცხების ერთადერთი რეალური შანსი იყო მხოლოდ სრულიად პროპორციული არჩევნები.
120/30 ზე შეთანხმება პოლიტიკურად უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის!?
ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილი გაპრავდა დასავლეთთან და მიეცა კიდევ ერთი შანსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად, დასავლეთსაც, რომ მიეცა ასეთი შანსი ჩვენ არ უნდა დავთანხმებულიყავით!
ყველანაირი უპირატესობა, ოპოზიციამ დაკარგა, დაწყებული პოლიტ. პატიმრებით, 20 ივნისის შედეგებით, უკან წაღებული პროპორციული არჩევნებით, დასავლეთიდან სანქციების დაწესების პერსპექტივით დამთავრებული. აწი ვერაფერზე ვეღარ შეედავებით, რადგან დათანხმდით, გარკვეულ პირობებს და დაივიწყეთ თავდაპირველი მოთხოვნები?(ხო, გარდა წინასაარჩევნო დარღვევებისა სამომავლოდ)?
ვისთან იწყებთ ბრძოლას “სუფთა ფურცლიდან”, გადამგდებ, ყველაფერზე წამსვლელ მანიაკთან? თუმცა რა ბრძოლაზეა საუბარი, რომელ ქვეყნის გადარჩენაზე, უბრალოდ “ძვირფას პოლიტ-ელიტამ” გაინაღდა მანდატები პარლამენტში!
თქვე “ოჯახ აშენებულებო” აქამდე თუ 73 ვე მაჟორიტარს ყიდულობდა და ისე გაყავდა, 30 ის ყიდვა გაუჭირდებაა (ან თუნდაც 25 ს რომელიც ასევე საკმარისია მათთვის)!??
ან რა დარწმუნებულები ხართ, რომ 40 % ვერ გადააცილებს ამხელა სახელისუფლებო რესურსით და “მაყუთით”??
აი უგულავა რომ დაიჭირეს იქიდან მოყოლებული უნდა დაწყებულიყო მწვავე, ფართო მასშტაბიანი პროტესტი, დაუმორჩილებლობა რეჟიმის მიმართ, ბოლომდე, გამარჯვებამდე, პროპორციულის დაბრუნებამდე, პოლიტ პატიმრებიც ცოტას მოითმენდნენ არჩევნებამდე.
წარმოიდგინეთ რამხელა უპირატესობით უნდა მოვუგოთ დღეს ამ დათანხმებული სისტემით, ივანიშვილის ხროვას, რომ ჩამოვაშორით ძალაუფლებას?!
კარგად დაიანგარიშეთ, პროპორციულის შედეგებიც, მაჟორიტარებიც, მომატებული იუდა ინაშვილის ხმებიც და გადაკერილი პოლიტ-პრასტიტუტკებიც, რომლებიც მრავლადაა ოპოზიციის რიგებში?
ვის აბოლებთ??
უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი, ივანიშვილის ხელისუფლება რაზეა წამსვლელი, როდესაც დაუდგება შედეგი 50/50 ზე ან თუნდაც მცირედით კიდევ ნაკლები, რას არ დაატრიალებენ სიტუაციის შემოსაბრუნებლად!

 

Related Articles

Back to top button
Close