კატეგორიის გარეშე
ჰავაიზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/07/20170715_125413.png)
ჰავაის კუნძულებზე, ქალაქ ჰონოლულუს ცენტრში მრავალსართულიანი კორპუსში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Honolulu Star-Advertiser წერს. კიდევ ორი ადამიანი მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად კორპუსის 26-ე სართულზე გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მის ლიკვიდაციას სახანძრო სამსახურები ამ დრომდე ცდილობენ.