საზოგადოება

,,ჰაერში რევოლუციის სუნი ტრიალებს”

ლადო სადღობელაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ “ჰაერში რევოლუციის სუნი ტრიალებს”
– პირადი კეთილდღეობის დაკარგვა ადამიანებს ცვლის. მაგ: ფიზიკური პირების შემთხვევაში ოჯახში იმატებს ძალადობა და სუიციდი. რაც შეეხება ბიზნესს, უამრავი წვრილი ბიზნესი დაიხურა უვადოთ, მათმა ნაწილმა რომც აღადგინოს ფუნქციონირება ეწ საშუალო ფენის უფულობის და წვრილი საზღვარგარეთული ინვესტორის დეფიციტის გამო ( საზღვრები დაკეტილია, რომც გაიღოს იქაც უფულობაა) ის ისეთი მომგებიანი ვერ იქნება როგორც აქამდე იყო. მაგალითად სეზონური ბიზნესი აჭარაში ჩავარდნილია. მომხმარებელი ვერ იქნება საზღვარგარეთიდან შემოსული ტურისტი. მხოლოდ შიდა ინვესტიციები. (უკმაყოფილობის ფონი იქაც გაიზრდება)… დომინოს პრინციპით მოივლის მთელ ქვეყანას და შეეხება-აისახება ყველა სეგმენტზე.
– “პირი მიჩვეულია ხორცს,დიდია პირი. არადა მიიღებს მაკარონს და თანაც ცოტას”! ეს აისახება პოლიტიკურ ამინდზეც!
– რევოლუციები ხდება მაშინ, როდესაც კეთილდღეობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, კრიზისი დგება.
– რევოლიუცია არის საშუალო ფენების სოციალური დეგრადაცია, (გაღარიბება და უიმედობა) რაც საზოგადოების აგრესიულ პოლარიზაციას და რადიკალიზაციას იწვევს!

Related Articles

Back to top button
Close