პოლიტიკა

ზვიად ტომარაძე: ქვეყნის საგარეო ვალი უკვე 15 მილიარდი დოლარია

,,დღევანდელი სიტუაციის მოკლე დახასიათება:
მილიონნახევარი ქართველი ემიგრანტი შრომით მოპოვებულ ფულს ურიცხავს საქართველოში ნათესავებს, ამ ფულის დიდი ნაწილი მიდის აზარტულ დაწესებულებებში და საბანკო სექტორის კრედიტებში. სახელმწიფოს ძირითადი სასურსათო პროდუქტების 85% შემოაქვს იმპორტული პროდუქცია. ადგილობრივ მეწარმეებს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა თითქმის არ გააჩნიათ, შესაბამისად, ექსპორტსა და იმპორტს შორის უარყოფითი სალდო არის 6 მილიარდი დოლარი!!!

სახელმწიფო უწყებებში უსაშველოდ გაბერილია შტატები, რადგან ეს აწყობდა ყველა ხელისუფლებას, საარჩევნოდ გარანტირებული აქვს მათი მხარდაჭერა. ქვეყნის ბიუჯეტი ისეა შედგენილი, რომ მილიონები ჰაერში იყრება! სახელმწიფო ახალ–ახალ ვალებს იღებს! საგარეო ვალი უკვე 15 მილიარდი დოლარია! სახელისუფლებო შტოები ისე უაზროდ არის გადანაწილებული, დავითი და გიორგი ბრწყინვალე რომ გააცოცხლო, ისინიც ვერ დაალაგებენ! მედიაში სრული განუკითხაობა და ულტრალიბერალური ნაგავის გამოფრქვევა. პარტიები, რომლთა უმრავლესობას ძნელია უწოდო პარტიები, ისინი ძირითადად წარმოადგენენ ერთი პიროვნების პარტიებს და არჩევნებს ხელების ფშვნეტით ელოდებიან, რათა სარფიანად ივაჭრონ ხელისუფლებასა თუ სხვა დაინტერესებულ ინსტიტუტებთან!

 სრულიად უმაქნისი, გარედან დირექტივების შემსრულებელი პარლამენტი. სახელმწიფო ტრანსნაციონალური კორპორაციების კარნახით იმართება, რის მეთვალყურეობასაც მათი ოფიციალური ჯაშუშები– არასამთავრობო სექტორი უზრუნველჰყოფს. საზოგადოების უმრავლესობა საგარეო კურსის გამო, მოღალატეებს უწოდებს ერთმანეთს. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, ზოგი ნარკოტიკებით ბრუვდება, ზოგს ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი! ქვეყანას არანაირი იდეოლოგია არ გააჩნია, ქორწილში მისული ლუკა ბრაზივით ერთ სიტყვას იმეორებენ მხოლოდ – ევროინტეგრაცია! ეკლესიაშიც ვერ არის საქმე ისე, როგორც საჭიროა!

კიდევ ბევრი რამ არის დასაწერი, მაგრამ მგონი ესეც სრულიად საკმარისია” _ აცხადებს ,,დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი –  ზვიად ტომარაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close