ჯანდაცვა
სავარაუდოდ, ახალციხეში, ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა
საავადმყოფოს პერიმეტრზე პოლიცია დააყენეს
გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში, ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ, საავადმყოფოს ექთანი კომაში ჩავარდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საავადმყოფოს პოლიცია იცავს და კომაში მყოფი ექთნის ახლობლებს შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ. საავადმყოფოსთან დაძაბული მდგომარეობაა. ექთანი 30 წლის ქალია და მისი მდგომარეობა მძიმეა. ვიდეო