ნელი ვარდიაშვილის სტატიები

კახეთში, კავთისხევში ქვევრსამარხი იპოვეს- ,,მიცვალებულები დაეკრძალათ თავით სამხრეთით, მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილნი”

ქვევრსამარხი კავთისხევიდან
ქვევრს უამრავი სხვა დანიშნულებითაც იყენებდნენ და ერთერთი ასეთი დანიშნულება იყო ქვევრსამარხი – კავთისხევის მახლობლად ციხიაგორას საყარაულო სერის სამაროვნის განაპირას, დასავლეთით აღმოჩნდა ორი ქვევრსამარხი, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. IV-III სს-ით. მიცვალებულები დაეკრძალათ თავით სამხრეთით, მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილნი. სამარხებში აღმოჩნდა: სამტუჩა დოქი, კანელურებით შემკული დოქი, წითლად შეღებილი ჯამები, შავპრიალა ფიალა და კოჭობები; ბრინჯაოს საბეჭდავი, რომელზეც გამოსახულია ადამიანის ხელებგაშლილი ფიგურა, სკარაბეოიდი მამაკაცის გამოსახულებით, მრგვალფარაკიანი ბრინჯაოს ბეჭედი და სხვა.
თამაზ მარკოზაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close