საზოგადოება
თეა წულუკიანის მოადგილე, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, მოსამართლე იყო

,,კულტურის ახალი მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, იოსებ ბაღათურია 2008 წლიდან 2014-მდე მოსამართლე იყო” _ აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბაღათურია მოსამართლე 2008 წელს ანუ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გახდა.
შეგახსენებთ, რომ კულტურის ახალმა მინისტრა თეა წულუკიანმა დღეს თავისი მოადგილეები წარადგინა. წარდგენილთაგან ერთ-ერთი იოსებ ბაღათურიაა.