საზოგადოება

თბილისის მერიის ხაფანგი – ბიუჯეტის 100 ლარით შევსების წყარო ვარაზისხევში

,,ასეთი ბუნდოვანებით ცდილობენ იზრუნონ მერიის ბიუჯეტზე..."

მერიის ხაფანგი – ბიუჯეტის 100 ლარით შევსების წყარო ვარაზისხევში.
მაგონებს ედიკას დროინდელ, საშოვარზე გამოსულ ,,გაიშნიკებს”, რომლებიც დილით, ადრიანად ჩამოკიდებდნენ ხოლმე მათ სამოქმედო ტერიტორიაზე „ზნაკებს“ და მიდიოდა ბობოლების ბიუჯეტის შევსება.
დღევანდელი მერიის ამ საგზაო მონიშვნით გამოგონილი ჯარიმები არაფრით არ განსხვავდება იმათდროინდელისაგან. ნებისმიერი მძღოლი აღმოჩნდება ამ 8 მეტრიან უწყვეტ სპეციალურ ზოლზე, რამეთუ მანამდე არ არის არანაირი მინიშნება ასეთი ზოლის შესახებ (უნდა იყოს წყვეტილი ზოლი, რამაც მძღოლს უნდა მისცეს შესაძლებლობა, შეიცვალოს მიმართულება).
მაშინ ბობოლების ბიუჯეტს ავსებდნენ დილაადრიანად გამოფენილი „ზნაკებით”, ახლანდელები კი ასეთი ბუნდოვნებით ცდილობენ იზრუნონ მერიის ბიუჯეტზე . .. .
ვერ მოგართმევთ.
თქვენი გამოგონება არაფრით არ განსხვავდება ავადსახსენებუილი რეჟიმისაგან.
ზურაბ თოდუა, ადვოკატი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close