ეკონომიკა

ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი დაკარგა

Amazon-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. ბეზოსმა ეს სტატუსი ერთ დღეში დაკარგა და უმდიდრესი ადამიანის ტიტული Microoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა დაიბრუნა.

 

28 ივლისს ბეზოსის ქონება 543 მილიონი დოლარით შემცირდა და შესაბამისად, მისი მთლიანი ქონება 88,7 მილიარდ დოლარად შეფასდა. ბილ გეიტსის ქონება კი 89,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ამანსიო ორტეგა ჰოლდინგ    Inditex–ის ხელმძღვანელი, მისი ქონება შეფასებულია 82,7 მილიარდი დოლარით.

 

რეიტინგში ლიდერობის დაკარგვა გამოიწვია  კვარტლის ფინანსური მონაცემების გამოქვეყნებამ, რასაც Amazon-ის აქციების გაიაფება მოჰყვა. მოხსენების თანახმად, კომპანიის მოგება შემცირდა 77%-ით, და შეადგინა 197 მლნ. დოლარი, მაშინ როდესაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში  მოგება იყო 857 მლნ. დოლარი.

 

Amazon-ის გენერალურმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული 27 ივლისს მოიპოვა. შედეგად Microoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა გუშინ ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი დაკარგა.  27 ივლისს ბილ გეიტსის ქონება შეადგენდა $90.7 მლრდ–ს, ბეზოსის $90.9 მლრდ–ს დაუთმო. რეიტინგში ცვლილების გამომწვევი მიზეზი Amazon-ის აქციების ზრდა გახდა. 27 ივლისს ნიუ-იორკის კომპანიის აქციები 1.6%-ით გაიზარდა და $1,065.92 შეადგინა. შედეგად კი ბეზოსის ქონება $1.4 მილიარდით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ $1000-იანი ზღვარი Amazon-მა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად სწორედ წელს გადალახა.

 

Forbes-მა მილიარდერთა სიის შედგენა 1987 წელს დაიწყო. ჯეფ ბეზოსი მეშვიდე ადამიანი და მესამე ამერიკელია, რომელიც Forbes-ის რეიტინგი სათავეში მოექცა. გეიტსის გარდა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი, უორენ ბაფეტიც იკავებდა.

წყარო: commersant.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close