საზოგადოება
,,ჯერ საქართველოში დავამყარებ წესრიგს და მერე უკრაინაში”
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადება ნებაყოფლობით დეპორტაციაზე და იძულებით ექსტრადირებაზე ნიშნავს იმას, რომ მას ვერაფერს უმტკიცებენ და მის წინააღმდეგ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში აღძრული საქმეები არის ყალბი. ,,ვერაფერს ვერ მიმტკიცებენ, ვერაფერს ვერ მიშვრებიან და უნდათ, ქვეყნიდან გამაძევონ”
“უნდათ, რომ საქართველოში არ ჩავიდე, მაგრამ როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ უკრაინაში, ჩავალთ საქართველოში. თუ უკრაინაში წესრიგის დამყარებას არ დამაცდიან და მანამდე გამიშვებენ საქართველოში, ჯერ საქართველოში დავამყარებ წესრიგს და მერე უკრაინაში. აქ არის პრიორიტეტების და დროის ამბავი. გარწმუნებთ, ორივე ქვეყანას ვეყოფი. მაქვს საკმარისი ძალა, ენერგია და გამძლეობა. ჩემი თავი ახლა გამოვცადე ციხეში. აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მეშინია ამის ყველაზე უარესი ფორმის. პირველი დღეებია ყველაზე მძიმე და როცა ჩამსვეს და პრაქტიკულად მითხრეს, რომ აქ იჯდები რამდენიმე წელი და მერე საქართველოში რამდენიმე წელი, უკვე მეორე დღეს ვიყავი ძალიან კარგ ფორმაში. ასევე გამოვცადე თავი ყველა სიტუაციაში და არ მეშინია არც ტყვიების, არც ციხეების”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “პირველ რადიოსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.