საზოგადოება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება მოხდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო, არასრულწლოვნებს შორის კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. სააგენტო “ნიუპოსტთან” საუბარში თვითმხილველები ჰყვებიან, რომ 6 დეკემბერს არასრულწლოვანთა ჩხუბის ხმა გაიგეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. საბოლოო ჯამში ინცინდენტი სამართალდამცავებმა განმუხტეს. პროკურატურის ინფორმაციით, 1-ელ დეკემბერს არასრულწოვალთა შორის მომხდარი დაპირისპირება, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, N51-ე სკოლის საპირფარეშოში, პნევმატური იარაღის მიშვერით დაიწყო.

ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ გ.ჯ.-მ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები არასრულწლოვნები იყვნენ, დანით განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწოვან დ.ს.-ს მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო გ.ბ.-მ ასევე დანით განზრახ მოკვლის მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწოვან ლ.დ.-ს ორი ნაკვეთი ჭრილობა ფეხისა და გულმკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. მეორე დღეს საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close