საზოგადოება
ხმაური დასჯადი ხდება

15 აგვისტოდან ღამის საათებში გადაჭარბებული ხმაური დასჯადი გახდება. დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილება მოხდება, ხოლო შემდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმა დაეკისრებათ- ფიზიკურ პირს 150, იურიდიულ პირს 500 ლარის ოდენობით.
ერთი წლის განმავლობაში შემთხვევის განმეორება სანქციის გაორმაგებას ითვალისწინებს. თავდაპირველად კანონის აღსრულების ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრება.
წყარო: trialeti.ge