საზოგადოება

,,ხის სანახავად რომ მიდიხართ და ეფერებით, ამათთან მიდით და მოეფერეთ”

,,ბატონო 8 მილიარდის პატრონო, ასეთ სიუჟეტებს უყურებთ ხოლმე? აი, ამ საწყალ ოჯახს, თქვენმა გაზულუქებულმა ჩინოვნიკებმა სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს და სიკვდილისთვის განწირული ყავთ. თქვენ კი პასუხისმგებლობა აიღეთ ერის წინაშე საოცნებო მეოთხე წელის მოყვანაზე და უკვე მეექვსე წელია, გაჭირვება ვერ დაძლიეთ. უფრო მეტად გაუჭირდა ხალხს. კეთილი ინებეთ და პირადი სახსრებით გამოკვებეთ ასეთი ოჯახები. განა რა უნდა დაგიჯდეთ, განა რამდენი უნდა მოაკლდs თქვენს მილიარდებს ამათი გამოკვებით? ეს ხომ ზღვაში წვეთია თქვენთვის და რა გახდა ამ მშიერი ხალხის გამოკვება??
ნუთუ ხეებზე ძვირფასი არ არის ამათი სიცოცხლე? ხის სანახავად რომ ჩადიხართ გურიაში და ეფერებით, ამათთან ჩადით და მოეფერეთ, რა მოხდება ??” _ აცხადებს ემიგრაციაში მყოფი უფლებადამცველი, კოკა კვინიკაძე.

 

მედიით გავრცელდა პატარა საბას აღმაშფოთებელი ისტორია:

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში ბერიძეების ოჯახი ცხოვრობს. პატარა საბას ეპილეფსია აქვს და მედიკამენტები ესაჭიროება. მშობლების განცხადებით ბიჭი ხშირად კრუნჩხვაში ვარდება.

ოჯახი სოციალურად დაუცველია და არც დახმარებას არ იღებს. პატარა საბას თქმით, როცა საჭმელი არ აქვთ დედა მეზობლებთან უშვებს.

ბიჭი ამბობს, რომ შია და ხალხს დახმარებას სთხოვს. მისი სურვილია ჰქონდეს ველოსიპედი და პულტიანი მანქანა.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საბას მამას.
ირაკლი ბერიძე: 557 36 42 35

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close