პოლიტიკა

ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს

მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა.

ამასთან, კობახიძე იმასაც ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე უკან არ დაბრუნდება და მას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე საბოლოოდ დაამტკიცებს.

როგორც კობახიძემ განმარტა, პარტიებს შორის კონსენსუსის შემთხვევაში, არსებობს პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსტიტუაციაში ცვლილებები აისახოს.

„რაც შეეხება მეორე მოსმენით ჩვენს მიერ მიღებულ კონსტიტუციას, მისი დაბრუნება არის გამორიცხული. შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ. არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ცვლილებები აისახოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

მან მედიასთან საუბარში აღნიშნა ისიც, რომ მესამე მოსმენამდე დარჩენილია დაახლოებით 3 თვე, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები შედგეს.

ინგტერპრესნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close