,,ხელისუფლება ზუსტად გრძნობს, როგორ მოექცეს იმ ხალხს, რომელიც გონებრივ პარაზიტიზმშია გადავარდნილი”
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:
_გაუგონარ გონებადაკარგულობას საზღვარი არა აქვს და ეს უკვე საშიში ხდება: აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის ამ ეტაპზე გაცოცხლება მძლავრი ორი მუსულმანური ქვეყნის ინტერესდებშია და იმის გამოძახილი, რაზეც ამ ორიოდე თვის წინათ დავწერე: იწყება დიდი გავლენების მოხაზვა და მცდელობები…
ქართველებს ისე ჩაეციკლათ გონება და ამ 2 ათწლეულის პროპაგანდამ იქამდე მიიყვანათ, ელემენტარული აქტორები კონფლიქტისა ვერ დაუდგენიათ… ის, რომ საქართველო იმ ორი ქვეყნის ინტერესებშია – ესეც არ იციან ჩვენმა ბედოვლათებმა…
და თქვენ გინდათ, რომ ამ მარაზმული აზროვნებით ქვეყანას საფრთხეები ააცილოთ?
არა!
ნუ აბრალით ხელისუფლებებს ყველაფერს!
ხელისუფლება (ნებისმიერი) ზუსტად გრძნობს, როგორ მოექცეს იმ ხალხს, რომელიც გონებრივ პარაზიტიზმშია გადავარდნილი და ეს გონებრივი განგრენა აისახა მათ შრომით საქმიანობასა და შედეგებზე… ხელისუფლებებს მიაჩნიათ რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ხალხი მეტს არ იმსახურებს!
გასაგებია?!
რაღაც სულ 2-3 წუთი დასჭირდა (რაც ჩემს მთავარ გვერდზე ამოვიდა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით), რომ კომენტარებში შავი და ტლუ აზრები წამეკითხა…
ასეა!
იდეოლოგია ამახინჯებს ადამიანებს!
70 წელი + 30 წელი = 1 საუკუნეს და ამ საუკუნის განმავლობაში ქართველთა მენტალური განადგურება არ შეჩერებულა…
მე არც პესიმისტი ვარ და არც ნიჰილისტი…
ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და ვწერ, რატომ ვწერ
და ეს შედეგი მიღწეული იქნება…