საზოგადოება

,,ხელისუფლებამ თავის ლაქიებს უბრძანა, რომ საზოგადოებას ჩამოართვას უკრაინის თემა და მიისაკუთროს”

,,ქართველი ხალხი მოიცლის თქვენი ღალატისთვის პასუხის გასაცემად და შესაბამის დროს, ამ დღეებში, თქვენთვის გამოტანილ პოლიტიკურ განაჩენს მშვიდად და ოფიციალურად გაგიფორმებთ"

,,ჰოი, საოცრებავ. ქართული ოცნების ორლარიანი ჩმორები, 4 დღე ჩირგვებში რომ იმალებიან, უეცრად იწყებენ უკრაინის მხარდამჭერ სტატუსებს, ზურგზე იხვევენ უკრაინის დროშას, სტუდიის ეკრანზე ფონად უკრაინის სიმბოლოებს აყენებენ. რა მოხდა ? რუსეთზე გული აიცრუეს, გონს მოეგნენ და რადიკალურად შეიცვალეს პოზიცია ? რა თქმა უნდა, არა. უკრაინაში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც პუტინი ფიქრობდა. საქარტველოს ხელისუფლება სრულად გაირიყა უკრაინის თემიდან. ივანიშვილი რუსულ ორბიტაზეა და ეს ღარიბაშვილმა სრულიად ცალსახად განაცხადა გუშინ. მათი პროპაგანდა ,,ცრუ პრაგმატიზმისა” და ომში საქართველოს დადანაშაულების თემა მიწასთან გასწორდა. ზელენსკის განცხადებამ კი ლურსმანი ჩააჭედა ქართულ ოცნებას. ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ თავის ლაქიებს უბრძანა, რომ საზოგადოებას ჩამოართვას უკრაინის თემა და მიისაკუთროს. უხეშად რომ ვთქვათ, სურს, ,,მოახტეს” ამ თემას.
სულ ტყუილად წვალობთ. ხომ გსმენით, სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობიაო. აღარავის სჯერა თქვენი – უკრაინის მომავალიც ფეხებზე გკიდიათ და საქართველოს მომავალიც. ეს ბოროტება გადაგორდება, დამარცხდება უკრაინაში და ქართველი ხალხი მოიცლის თქვენი ღალატისთვის პასუხის გასაცემად და შესაბამის დროს ამ დღეებში თქვენთვის გამოტანილ პოლიტიკურ განაჩენს მშვიდად და ოფიციალურად გაგიფორმებთ.
სწორად გითხრათ ზელენსკიმ – ქართველი ხალხი ჯობია საქართველოს ხელისუფლებას. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა კიდევ ერთხელ – ქართული ოცნება და მისი დაქირავებული ლაქიები, როგოც ყოველთვის, რუსეთისკენ ხართ ამ ისტორიულ ბრძოლაში !” _  წერს ფბ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ვახო სანაია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close