საზოგადოება

,,ხელისუფლებამ აღკვეთოს ნებისმიერი გამომწვევი ქმედება, რომელიც საზოგადოების რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებს შეურაცხყოფს”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოთქვამს პროტესტს და მიმართავს ხელისუფლებას, დაუყონებლივ შეუჩეროს სახელმწიფოს მიერ წახალისებული „სტარტაპის“ პროგრამით დაფინანსება შ.პ.ს. „აიისა“-ს – ქართული პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანიას, რომლის დაფინანსების ხელშეწყობით, კომპანიის მიერ წარმოებული იქნა პრეზერვატივების „ბრენდირება“ იმ სახით, რომლითაც შეილახა ქართველი ერის პირადი, რელიგიური და ეროვნული გრძნობები.

გიორგი თევზაძე:

_ კერძოდ, როგორც საზოგადოებისათვის სოციალური ქსელით ცნობილი გახდა, მათ მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე გამოსახულია წმინდანები, დამცინავ კონტექსტში გამოყენებულია რელიგიური დღესასწაულების სახელწოდებები, ციტირებულია და გამოსახულია ეროვნული საგანძურის — „ვეფხისტყაოსნის“ ციტატები, საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ქართველი ქალის, დედის სიმბოლო — „ქართლის დედა“ და ასე შემდეგ… რაც ეროვნული ღირებულების და მორწმუნე ქართველებისათვის სენსიტიურ თემებს წარმოადგენს.

ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, აღკვეთოს ნებისმიერი გამომწვევი ქმედება, რომელმაც შეიძლება, საზოგადოებაში რელიგიური, ეროვნული და პირადი გრძნობები შეურაცხყოფის განცდას ტოვებდეს… ვინაიდან შ.პ.ს. „აიისა“-ს დაფინანსება განხორციელდა სახელმწიფოს მიერ წახალისებული „სტარტაპის“ პროგრამით, მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და შეუწყვიტოს აღნიშნული კომპანიას მსგავსი პრეზერვატივების დაფინანსება და წარმოებული პროდუქცია ამოღებული იქნეს გასაღების ქსელიდან. ამასთანავე, საინტერესოა, რატომ დუმს ამ სამარცხვინო და ქართველი ერისთვის შერაცხყოფის ფაქტზე ზოგიერთი ენჯეო და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური წარმომადგენლების რელიგიური თუ ეროვნული გრძობების თემების გამუდმებული აპელირებით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close