,,ხატია სიჭინავას ვთხოვოთ, დოლარი რომ ცოტა გაიაფდა, ყველაფრის ფასიც მის პროპორციულად გაიაფდეს”
,,ლიდერი უნდა იყოს ის, ვისი ხმაც შეისმინება..."
რა მაგის პასუხია და ფრენდის კედელზედ დაიბადა ეს იდეა და მომეწონა, რაღა დაგიმალოთ – ხატია სიჭინავას რომ ვთხოვოთ, დოლარი რომ ცოტა გაიაფდა, ყველაფრის ფასიც მის პროპორციულად მაინც გაიაფდეს, ხომ იქნება პრაგმატული? ლიდერი უნდა იყოს ის, ვისი ხმაც შეისმინება. ახლა მე უნდა ვიმუშაო, აღარ მცალია, ხოდა იფიქრეთ ამ საკითხზე, მივმართოთ ხატიას, გახდეს ჩვენი წინამძღოლი, თუ გირჩევნიათ დაითმინოთ სიდუხჭირე?
ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი
შეგახსენებთ, რომ მწვანე პასპორტების გაუქმებას ხელისუფლების მიერ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფი აბრალებს იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდ პასპორტების წინააღმდეგ აქტიურობდნენ. ისინი აღნიშნულ ჯგუფს ანტივაქსერებად მოიხსენიებენ. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიის დროს ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, საზოგადოების კონსოლიდაციის ნაცვლად, მის გახლეჩვას შეუწყო ხელი.