ხარჩოს საუკეთესო რეცეპტი. ასე მომზადებელი ხარჩო არის უგემრიელესი, სცადეთ!
.
ინგრედიენტები
1 კგ დეკეულის მკერდი
2 ცალი ხახვი
1 კგ პომიდორი კანგაცლილი
20 გრ უცხო სუნელი
20 გრ ხმელი ქინძი
30 გრ ნიორი
350 გრ ნიგოზი
50 გრ სიმინდის ფქვილი
100 გრ კარაქი
5 გრ წითელი წიწაკა
საფეხური 1
ნიგვზიანი მასის მომზადების წესი: დავნაყოთ (ან დავაბლენდეროთ) ნიგოზი, დავამატოთ წიწაკა, ნიორი, ყვითელი ყვავილი, ქინძის კაკლები, უცხო სუნელი, მარილი და სიმინდის ფქვილი. ნაზავს დავამატოთ ცოტა წყალი, ავურიოთ და დავაბლენდეროთ.
საფეხური 2
ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ ცოტა წყალი და ვშუშოთ 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხორცს დავასხათ წინასწარ დაბლენდერებული პომიდორი. 2-3 წუთის შემდეგ დავამატოთ ადუღებული წყალი ისე, რომ ხორცი დაფაროს და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე მომზადებამდე.
საფეხური 3
კერძს დავამატოთ ნიგვზიანი მასა. ვშუშოთ და ვურიოთ 3-5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ მარილი და დანაყული ნიორი.
gastroguide.borjomi