,,ხალხს ავტომობილებით გადაადგილება აუკრძალეს და თავად ,,ნარუშილოვკებით” აღჭურვილები დაშლიგინებენ აღმა-დაღმა”
გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:
_ ამდენმა ქარტეხილმა, რაც ბოლო ათწლეულებში დაგვატყდა, ისეთი ამტანი, ჭირთა მთმენი და გამძლენი გაგვხადა, ახლაც სახლში გამოკეტილი ვეგუებით იმ უსამართლობას და დანაშაულებრივ ქმედებებს, რასაც კორონა ვირუსთან ბრძოლის საბაბით ხელისუფლება სჩადის:
-ყოველგვარი სოციალური მხარდაჭერის გარეშე, სამსახური დაკარგული, გაღარიბებული და დამშეული ხალხი კარანტინში გამოკეტეს,
-დაკეტეს აგრარული ბაზრები, სხვა ქსელური მაღაზიები და ჰიპერ მარკეტებს სრული მონოპოლია შეუქმნეს, რომელიც ამ ხელისუფლების წარმომალგენელთა ბიზნესია,
-ამ სიტუაციითაც კვლავ გვარიანად იხეირა სააფთიაქო, სასურსათო და სხვა მაფიოზურმა ბიზნეს-კლანებმა და გაათმაგეს ფასები პროდუქციაზე,
-ხალხს ავტომობილებით გადაადგილება აუკრძალეს და თავად “ნარუშილოვკებით” აღჭურვილები დაშლიგინებენ აღმა-დაღმა,
-ბიუჯეტის თანხებს მანამდეც საკუთარ “ხოშზე” განკარგავდნენ, ახლა კი სრულიად უკონტროლოდ პანდემიასთან ბრძოლის მოტივით, სხვადასხვა მაქინაციებით საკუთარ ანგარიშებზე ექაჩებიან,
-მილიარდობით სესხს აიღებენ უცხოური დონორებისგან საგანგებო სიტუაციის მომიზეზებით, რომელსაც კვლავ საკუთარ ოფშორულ ანგარიშებზე გადაქაჩავენ და დაგვრჩება ჩვენ და ჩვენს შვილებს ვალები გადასახდელი,
-წინააღმდეგობა, რომ არ გაუწიოს ოპოზიციას პრაქტიკულად გადაუკეტეს მოქმედების ყოველგვარი საშუალება,
და ა. შ. ა.შ.
კორონასგან განსხვავებით არავინ დათვლის, რამდენი დაიღუპა შიმშილით, უწამლობით, უპატრონობით და უიმედობით გამოწვეული ინფარქტით, ინსულტითა თუ სხვა საშიში დაავადებით.