,,ხალხი გამოყენებულია ორი პარტიის სკამების დასაცავად და არა ქვეყნის დასაცავად”
ლუარა ნიჟარაძე, “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის გენერალური დირექტორი:
_ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანა ომისკენ მიჰყავთ.ომი დაანგრევს ქართულ სახელმწიფოს.ხელოვნურად პროვოცირებული მოვლენები ვითარების დასაძაბავად და არეულობის შესაქმნელად იგეგმება. რუსი დეპუტატის ქმედებები მმართველმა პარტიამ დაუშვა. დაირღვა დამოუკიდებელი , დემოკრატიული,
სამართლიანი სახელმწიფოს სტატუსი. ოცნება ვერ მართავს ქვეყანას. ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებრივი რეჟიმით ცდილობს მოვიდეს ხელისუფლებაში. ხალხი გამოყენებულია ამ ორი პარტიის სკამების დასაცავად და არა ქვეყნის დასაცავად. მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს.პოლიცია იძულებული გახდა გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.პარლამენტის ძალადობრივი ქმედებებით დაპყრობა არ არის სამართლიანი დემოკრატიული ქვეყნის შექმნა.ეს ძალადობრივად სახელისუფლო ვერტიკალის დაპატრონების სურვილია ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან.დემონსტრაციის დროს არცერთი პოლიტიკოსი არ დაშავებულა.დაშავდნენ პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები.ეს არის იმ ორი პოლიტიკური პარტიის დანაშაული ვინც ასეთი დესტაბილიზაციის მცდელობა შექმნა. ნაციონალური მოძრაობა ერის ემოციას ეფარება და ცდილობს დაფაროს საკუთარი სახე.
როგორც ჩანს ქვეყანაში შეიქმნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.ასეთ ვითარებაში მეცნიერთა ჯგუფმა სასწრაფოდ უნდა შექმნას სახელმწიფო კაცების საკრებულო, ინტელიგენციამ უნდა იხსნას ქვეყანა.!!!