საზოგადოება

ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს! _ აქცია პარლამენტთან

ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს! – ამ სლოგანით აქცია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, პარლამენტთან გაიმართა. პროტესტი მშენებლობებზე გახშირებულ უბედურ შემთხვევებს უკავშირდება.

აქციის მონაწილეები შრომის უსაფრთხოების კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ, რომლის განხილვაც პარლამენტმა რამდენიმე თვით გადადო.

„საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ უარი განაცხადა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვაზე, უნდა აიღოს რეალურად პასუხისმგებლობა იმ მავნებლობაზე და იმ ტრაგედიებზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ, ლაშა მესხმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close