პოლიტიკა

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ოპოზიციის ლიდერთა საბჭოს მიმართავს

„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარ დირიჟორთან საბრძოლველად მზადაა.

„მივმართავ არასაპარლამენტო ოპოზიციას და ლიდერთა საბჭოს წევრებს, თითოეულ მათგანს ვთავაზობ საბჭოს არიალის გაფართოვებას და იმ პოლიტიკოსების მათ გუნდში მიღებას, რომლებიც ქვეყნის კეთილდღებისთვის პოლიტიკურ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. გვაქვს ამბიცია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ერთი აგური დავდოთ და საკუთარი პრინციპები გვერდით გადავდოთ, რათა საყოველთაო ბრძოლა გამოვუცხადოთ ხელისუფლების ერთპარტიულ და ერთპიროვნულ პროპაგანდას.

მოგმართავთ ლიდერთა საბჭოს თითოეულ წევრ: გულისყურით მოისმინეთ ჩვენი შემოთავაზება და ერთად ვაკეთოთ ქვეყნისთვის საერთო საქმე. იმედს ვიტოვებ, თქვენი კარი არ იქნება ვიწრო ინტერესებისთვის გამოყენებული და ჩვენც მოგვეცემა საშუალება, „ქართული ოცნების“ მთავარ დირიჟორს ერთიანი ძალებით შევებრძოლოთ და არ მივიღოთ ის კონსტიტუცია, რომელითაც ქვეყანაში დიქტატურა დამყარდება და კიდევ უფრო უკან დავხევთ ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობას. იმედი მაქვს, ეს გაერთიანება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთობლივი ბრძოლა იქნება“- აცხადებს „ხალხის პარტიის“ ლიდერი ალექსანდრე კობაიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close