,,სოსო გოგაშვილი გადააყოლეს ჩვენს საქმეს…”- ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ დატოვა თანამდებობა სუს-ის მაღალჩინოსანმა
..ამ ვიდეოდან, თქვენ გაიგებთ სად და რა ვითარებაში შევხვდი პირისპირ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს. აგრეთვე, შეიტყობთ ნამდვილ მიზეზს, თუ რატომ გაუშვეს ის თანამდებობიდან ამა წლის 21 აგვისტოს.
აქვე გაიგებთ იმ ახალი დასკვნის შესახებ, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო „ალდაგის“ ფირზე სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მეორე დღეს, 22 აგვისტოს.
რაც მთავარია, თქვენთვის ნათელი გახდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ერთმანეთთან.
ვიდეოს ბოლოს, იხილავთ გურამ შარაძის საქმის მოწმის ყბადაღებული 56 წუთიანი ვიდეოაღიარების ფინალს!
შეგახსენებთ, რომ მოწმე, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი, 2014 წელს, ნებაყოფლობით ზის კამერის წინ და კახა მიქაიასა და დათო სორდიას უყვება სულ 5 საქმეზე, მათ შორის, მამაჩემის მკვლელობაზე და რაც მთავარია, მის ხელთარსებულ აუდიო- ვიდეო და დოკუმენტურ მტკიცებულებებზე.
მოწმის მაშინდელი მიზანია, მისი ვიდეოაღიარება ნახონ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა.
რას ჰყვება მოწმე ამ 5 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩადენილ იქნა სააკაშვილის რეჟიმის დროს, ამის შესახებ, ინფორმაციებსა და ვიდეოკადრებს ეტაპობრივად მოგაწვდით.
რუსუდან შარაძე
30.08.2018″ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მოკლული აკადემიკოსის, გურამ შარაძის შვილი – რუსუდან შარაძე და საინტერესო ვიდეოს ავრცელებს.