საზოგადოება
რატომ დაარქვა გურამ ბაღდოშვილმა რესტორანს ,,ანონა”?
,,დიდი სასიხარულო ამბავი თბილისელებისთვის. აბაშიძის ქუჩაზე, 43-ში, იხსნება შეფის, ჩემი მეგობრისა და უმაგრესი ძმაკაცის გურამ ბაღდოშვილის რესტორანი “ანონა”; ანონა – ძველი რომაული მითოლოგიის იუნონას”ბიძაშვილია”… სწორედ ასე ერქვა რუსთაველის თეატრში 20-ე საუკუნის დასაწყისში რესტორანს, რომელსაც ლადო გუდიაშვილის ფრესკები ამშვენებდა და თბილისური ბოჰემა-ელიტა სტუმრობდა.
ახალი “ანონა” წკრიალა, ბრდღვილა რესტორანია, რომელიც 15 იანვრიდან გურმანებს ელოდება. მე დღეს ექსკლუზიურად შევიჭყიტე გურამ გურამიჩის რესტორანში და მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვოოოოოო….. ” _ აცხადებს ჟურნალისტი ესმა კუნჭულია და გურამ ბაღდოშვილის რესტორნის ფოტოებს ექსკლუზიურად აქვეყნებს.