სამართალი და კრიმინალი
წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში 17 წლის მოზარდი მოკლეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე დაჭრილი ახალგაზრდა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს.
საავადმყოფოს დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.