საზოგადოება

,,წყალმა საკმაოდ უკან დაიხია. განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო თვეები_ კუმისის ტბა-წყალსაცავი კვდება!”

,,ეკოლოგიური კატასტროფის გარდა, ქვეყანა კუმისის ტურისტულ პოტენციალსაც კარგავს"

კუმისის ტბა-წყალსაცავი კვდება!
ეს სახიფათო ამბავია ჩვენი ეკოლოგიისთვის.
წყალმა საკმაოდ უკან დაიხია. განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო თვეები.
ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 470-480 მეტრზეა, თითქმის, განახევრდა. სადაც წყალი იყო, დღეს უკვე მარილის თეთრი ფენებიღაა შემორჩენილი.
კუმისი გარდაბნის გამგეობაში შედის და თბილისიდან 30 კილომეტრით არის დაშორებული. 1967 წლიდან ტბა მტკვრისა და ალგეთის ხარჯზე ხელოვნურად გაფართოვდა.
ამის შემდეგ ზედაპირის ფართობი 5,4 კმ², აუზის კი 97 კმ² გახდა. სიგრძეში 3.2 კმ-ით გაიზარდა, სიღრმე 4 მეტრი გახდა.
მან სოფლის მეურნეობას, მეთევზეობასა და გარემოს უდიდესი სარგებელი მისცა.
თევზის სიმრავლის გამო, კუმისის ტბა გადამფრენთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილიგახდა. აქ დაახლოებით 60 სახეობის ფრინველს ნახავდით.
ბოლო წლებში ჟანგბადის ნაკლებობის გამო, წარმოუდგენლად ბევრი თევზი დაიღუპა დაგადამფრენებმაც იკლეს.
კუმისის ტბა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ უამრავი სამკურნალო მინერალი დატალახია.
მის მიდამოებში გაშენებულია ახალი კუმისი, სადაც არანაირი შესაძლებლობა (გაზი, გზა, სასმელი წყალი) არ არის, რომ ადამიანებმა ადამიანურად იცხოვრონ.
ეკოლოგიური კატასტროფის გარდა, ქვეყანა კუმისის ტურისტულ პოტენციალსაც კარგავს.
სახელმწიფომ ტბის გადარჩენის ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღოს – წერს ფოტო ხელოვანი გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close