პოლიტიკა

,,წყალი კიდევ უფრო აიმღვრევა და ისევ მხოლოდ ორნი ითევზავებენ…”

დავით უსუფაშვილი, პოლიტიკოსი:

_ ვინმე უბარიერო პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა? – არა. ოპოზიციის ინიცირებულ და 300 000 მოქალაქის მხარდაჭერილ პროექტში 3%-იანი ბარიერია მოთხოვნილი, ხოლო კონსტიტუციაში 2020-ისთვის 3%-ია დაწესებული და 2024-ისთვის – 5%.

მაშ რატომ მოხვდა ეს პუნქტი ივანიშვილის განცხადებაში? – იმიტომ, რომ „პროპორციულზე კი იძულებული ვარ დაგეთანხმოთ, მაგრამ მთლად არ ჩაგბარდებით და ჩემთვისაც დავიტოვებ მღვრიე წყალში სათევზაოსო“.

ამ ვითარებაში აუცილებელია ჯერ პროპორციულზე შეთანხმება გავამყაროთ და მერე გადავიდეთ „მღვრიე წყლის გასუფთავებაზე“. თუ პირიქით მოვიქეცით, წყალი კიდევ უფრო აიმღვრევა და ისევ მხოლოდ ორნი ითევზავებენ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close