სამართალი და კრიმინალი

წამებაში ბრალდებული გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა

გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით,წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა.

გიორგი სამუშაია უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 29 მაისს, დააკავეს, როდესაც იგი ქვეყანაში შესვლას ცდილობდა

„გიორგი სამუშიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო2015 წლის 11 დეკემბერს და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა, თუმცა საპატიმრო 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე  სამუშიას სასამართლომ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება,შეუფარდა გირაო და დამატებითი ღონისძიების სახედ განესაზღვრა პასპორტის ჩამორთმევა. სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა დაკარგა პასპორტი, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტის დამზადება, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, რის გამოც მის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. სამუშიასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის  და წამების საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმე წარმართულია სასამართლოში და მიმდინარეობს არსებითი განხილვა” – აცხადებენ პროკურატურაში.

მიხეილ ძიძიგური

 

Related Articles

Back to top button
Close