საზოგადოება

,,წავიდა გურული ფერმერი სოფელში მხრებდამძიმებული, ჩამქრალი და უიმედო თვალებით…”

საზოგადოებრივი პროექტის სახელი “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” გურიამდეც გავრცელდა და ოფისში სტუმრად სწორედ გურული ფერმერი ბ.ნ გიზო გობრონიძეგვესტუმრა,რომელმაც შეხვედრა ითხოვა ბ.ნ თეიმურაზ შაშიაშვილთან.

საუბარს ფონდის გენერალური დირექტორი ქ.ნი ლუარა ნიჟარაძე და პროფესორი ბ.ნი რამაზ გახოკიძე ესწრებოდნენ. გიზო გობრომიძე ოზურგეთის რ.ნის სოფ.გაღმა დვაბზიდანაა,იგი არის ჩაის ტეხნოლოგი, სწავლული აგრონომი,წლების განმავლობაში მუშაობდა დარასეულის კვების ინსტიტუტში.იგი ამჟამად მიწას ამუშავებს და ბ.ნ რამაზ გახოკიძესთან თანამშრომლობს,იგი სოფლის მეურნეობაში იყენებს ქართულ ბიოსტიმულიზატორს“ბიორაგს“,რომლის მოხმარებითაც იგი სა ას წინააღმდეგ უებარი წამალია. “ბიორაგი” საქართველოში ერთერთი პირველია უხვი და ნაყოფიერი მოსავლის მისაღებად.თუმცა რატომღაც დღემდე ვერ მიაღწიეს ხელისუფლებისაგან ამ წამლის აღიარებას და მისი მოხმარებაში გაშვებას,მაშინ როდესაც იყენებენ შედარებით ნაკლებად ხარისხიან წამალს ,რომელიც მოსავალს ანადგურებს.

ბ.ნმა გიზომ ისიც აღნიშნა რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური შრომისა მაინც საკმაოდ უჭირთ სოფელში ,სიღარიბის ზღვარს არიან მისული.მისი ერთადერთი განათლებული და სოფლის მეურნეობის კარგი მცოდნე ვაჟი ფიქრობს, ბედის საძებნელად კანადაში წავიდეს, რადგან აქაურ სოფელს გასაქანი არ აქვს მოიყვანოს მოსავალი და ნახოს მოგება. ისეთი პოლიტიკოსისთვის როგორიც ბ.ნი თემურ შაშიაშვილია ამ ალალმართალი გურული კაცის აღსარება მეტად დამამძიმებელი აღმოჩნდა.თუმცა დაჰპირდა მაქსიმალურ დახმარებას.

მაშინ როდესაც ხელისუფლების ყურადღება სოფლის განვითარებაზე უნდა იყოს გადატანილი,საერთოდ მიივიწყეს ქართული სოფელი.ისე როგორც სხვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ხალხს ყურადღება სჭირდება და სოფელს მიხედვა.სახელმწიფოს პრეროგატივა სწორედ ხალხზე ზრუნვაა. წავიდა გურული ფერმერი სოფელში მხრებ დამძიმებული…ჩამქრალი, უიმედო თვალები მოგვაყოლა და დაგვემშვიდობა…. ძნელია რაიმეთი ანუგეშო ან გაამხნევო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close