მარიამ ჩიქვილაძე (ფეისბუქსტატუსის ავტორი):

,,დაიბარეს ჩემი შვილი გასაუბრებაზე კომპანიაში, რომელიც ინგლისის საფონდო ბირჟაზეა. შეთავაზებული პოზიცია არაფრით საინტერესო ამ ეტაპზე, მაგრამ წინსვლის პერსპექტივიამ შეიძლება დაგაინტერესოს.
ახლა რასაც დავწერ, ეს ბიზნესის ტრადიციული, ქართული, უფრო სწორად გრუზინული წესია.
დირექტორი კაბინეტში რომ ზის და რამდენიმე ნულით დაბოლოვებული ხელფასი რომ აქვს, უნდა იცოდეს, რომ იმ ნულებზე ნაკლები კანკალი და შიშით ცახცახი მოუწევს, როცა თანამშრომელი კმაყოფილი ჰყავს ხელფასითაც, წინსვლისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების პერსპექტივით. შრომის შეთავაზებული ანაზღაურება მეტყველებს, რა დამოკიდებულება აქვს ხელმძღვანელს მის კომპანიაში პოზიციის მნიშვნელობის და ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის მიმართ. Top-up პრინციპი, შრომის სწორი მენეჯმენტი და დასაქმებულის უწყვეტი მოტივირება განაპირობებს კომპანიის წარმატებას. არ იციან ეს ქართველებმა, როგორც წესი, არ იციან.
გასაუბრებაზე cv მომიყევიო, რომ გეტყვის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, უკვე არაპროფესიონალია. ის cv ორი კვირის წინ აქვს მიღებული გასაცნობად და თუ საინტერესო ვერაფერი ნახა შიგ, რას დაიბარა გასაუბრებაზე ადამიანი და თუ საინტერესო ნახა, იმ კონკრეტულ გამოცდილებაზე უნდა ჩაეძიოს და ალბათ, ამ ტიპის ინტერვიურება ბევრად ინფორმატიული და მერე ეფექტიანი იქნება კომპანიისთვის. მე ასე მგონია.
ჩემთან ადამიანი რომ მოვიდეს და სწორად შეამჩნიოს ხარვეზი, და თან ამ ხარვეზის გასწორების გზაც თუ დამანახა, იმას ხელიდან როგორ გავუშვებ. არიქა, მირჩიე, დამანახე. დამხმარე მემართება. ბიზნესს, და საერთოდ, ნებისმიერ საქმეს საქმიანი კრიტიკა არგებს. ასეთ კრიტიკოსზე დიდი გულშემატკივარი იცოდე, არ გყავს და ხელიდან არ გაუშვა.
წავა ახლა ჩემი შვილი სამსახურში, რომელიც ასეთივე უინტერესეოა, სამაგიეროდ ნორმალური ანაზღაურება აქვს, მენეჯმენტი ამერიკული, თანამშრომლის მიმართ დამოკიდებულება ადამიანური, შეცდომა ჩვეულებრივი მოვლენა და ეს ყველაფერი იმ ამერიკული კომპანიის უზარმაზარ წარმატებას განაპირობებს მთელს მსოფლიოში. იმიტომ, რომ ქართველისგან დაუფასებელი კრეატიული, ჭკვიანი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა იმ კომპანიის მადლიერი და ერთგულია და 6 სთ-ზე რომ ეწყება სამუშაო საათები, 5 სთ-ზე მიდის , ე მანდ ჩემი დახმარება არ სჭირდებოდეს ჩემს გუნდსო.

P. S. ამდენი ხნის ჩემმა ჩიჩინმა შედეგი არ გამოიღო. წადი შვილო ამ ქვეყნიდან, წადი გზას ეწიე თქო რომ ვეუბნებოდი, არაო. უყვარს თავისი ქვეყანა. ხოდა, ამ ქვეყანამ დააფიქრა სერიოზულად წასვლაზე. წავალ, ჩემს გზას ვეწევიო

კომენტარები
Загрузка...