მსოფლიო
ცხენის ფეკალიები _ ფინანსთა მინისტრმა საშობაოდ საეჭვო გზავნილი მიიღო
შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა საშობაოდ საეჭვო გზავნილი მიიღო.
ამანათი, რომლის ადრესატიც სტივენ მნუჩინი იყო, მინისტრის მეზობლებმა შენიშნეს. ღია ბარათზე, მინისტრის სახელთან ერთად, დონალდ ტრამპიც იყო ნახსენები, რომელსაც ავტორი საგადასახადო რეფორმის გამო აკრიტიკებდა.
კრიტიკული შინაარსის გამო, მინისტრის სახლთან გამნაღმველთა ბრიგადა გამოიძახეს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამანათი საფრთხეს არ წარმოადგენდა. მასში ცხენის ფეკალიები იყო მოთავსებული.
მომხდარს ლოს ანჯელესის პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური იძიებს. სამართალდამცველები ცდილობენ, დაადგინონ, ვინ გაუგზავნა ამანათი ფინანსთა მინისტრს.