ცვლილებები შრომის კოდექსში- შემცირდება სამუშაო საათები და დაწესდება მინიმალური ხელფასი
ცვლილებები შრომის კოდექსში, სამუშაო საათების შემცირება, მინიმალური ხელფასის და ზე გაკანაკევეთური სამუშაოს განსაზღვრა. დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი ახალი ინიციატივით გამოდის, თუმცა ინიციტივას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
საქართველოს ბიზნესის ასოციაცია შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგია. ბიზნეს გართიანების წევრები ამბობენ, რომ ცვლილბები ორგანულ კანონში ეკონომიკური დონის დაწევას გამოიწვევს, ეს ინიციატივა კი, სახელმფოსთვის გაუმართლებელი ტვირთია.
,, ჩვენ ამ რეგულაციით ვაკეთებთ იმას, რომ შრომითი დანახარჯი გაუძვირდეს პირს ან უფრო მეტი ხელფასის გადახდა მოუწიოს, უფრო მეტი თანამშრომლის დაქირავება, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. ძველი რეგულაცია იყო მისაღები ორვე მხარისთვის შესაბამისად ცვლილებები ესეთი ბიზნესებისთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა“- აღნიშნა, ბიზნეს ასოციაციის წევრმა ზურა ლალაზაშვილმა.
ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სულ მალე შევა, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, აღნიშნული კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასი და უნდა შემცირდეს სამუშაო საათები. ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს ამ დირექტივების შესრულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ევალება.
ქესპერტთა აზრით, ახალი ინიციატივა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე არის პირდაპირი, უხეში ჩარევა კერძო ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის. როგორც ცნობილია, ინიციატივა მიმდინარე თვის ბოლოს პარლამენში განიხილება.
ელენე მეტრეველი