საზოგადოება

,,ჩვენ არ ვაპირებთ, გავხდეთ ამერიკის კოლონია” _ აქცია აშშ საელჩოსთან

“პატრიოტთა ალიანსი” ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციას აანონსებს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა დირექტორმა ირმა ინაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ არ ვაპირებთ გავხდეთ ამერიკის კოლონია ან რუსეთის გუბერნია, საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება ბოკერიებს, სააკაშვილებსა და კრამერებს ჩაგვითრიონ ახალ ომში.

15 სექტემბერს 16:00 საათზე ყველა ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებს, მხარს ნუ უჭერთ მწამებელ ბოკერიას, მწამებელ სააკაშვილს, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს და სწორედ ეს აძლიერებს ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განწყობებს”, – ამბობს ირმა ინაშვილი.

Related Articles

Back to top button
Close