თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა დააარსა. აი, რას წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:

,,დავაარსეთ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც აქვს მიზანი შეცვალოს ჩვენი რეალობა. ამის გაკეთება შეიძლება ბევრი ფორმით. “ხალხისთვის” არ არის პარტია და არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში როგორც პარტია. ეს გამოჩნდება მომავალში. დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლებამ იფიქროს ხალხზე და ხალხი იყოს დღის წესრიგის ცენტრში.

2. განმარტებისათვის: ცნება “ქართველს” ვიყენებ სამოქალაქო თვალსაზრისით, ანუ ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეს; ასევე “ფრანგი,” მიუხედავად იმისა არაბია თუ აზიელი წარმოშობით, ანუ საფრანგეთის მოქალაქე, “ბრიტანელი” ბრიტანეთის მოქალაქე ეთნიკურობის მიუხედავად.

მე ვახსენე იდეა, რომ საქართველოში სამსახურში უპირატესად აიყვანონ “ქართველები” ანუ სამსახურში აყვანისას უპირატესობა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს. ადგილობრივი მოქალაქეებისათვის უპირატესობის მინიჭება სამსახურის ძებნის პროცესში სრულიად ჩვეულებრივი პრაქტიკაა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ სწორედაც რომ საჭიროა ჩვენთანაც. არგუმენტები მოგვიანებით”.

კომენტარები