მსოფლიო

ჩეჩნეთში გეები არ არიან – კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა, მრავალი წლის მანძილზე პირველად, ინტერვიუ უცხოურ მედიას მისცა. ის ტელეკოპმანია HBO-ს სპორტული განყოფილების რედაქტორს ესაუბრა, რომელმაც კითხვა ჩეჩნეთში მცხოვრები ლგბტ-თემის შესახებ დაუსვა.

კადიროვმა განაცხადა, რომ “ეს ყველაფერი სისულელეა” და რომ “ჩეჩნეთში გეები არ არიან”, – “და თუ არიან, წაიყვანეთ კანადაში, ჩვენგან შორს…ასე გაიწმინდება სისხლი”, – ამბობს კადიროვი.

გარდა ამისა, მან ჰომოსექსუალებს ეშმაკები (შაითან) უწოდა: “ისინი ადამიანები არ არიან. და წყეულიმც იყვნენ ჩვენი ცილისწამებისთვის”.

3 აპრილს, Новая газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეები დააპატიმრეს. ლგბტ თემის უფლებადამცველმა  სამმა ფრანგულმა ორგანიზაციამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს უჩივლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close