,,გუშინ შემოდგომას ერთი დღე მოვწყვიტეთ.
თითისწვერებზე ვართავდით შუბისწვერზე მომღიმარე მზის სხივებს, რომ შემდგომ შემოგვენახა ზამთრისთვის, უხასიათო დღეებში გასახარჯად.
ყველა და ყველაფერი იყო გამჭვირვალე და ცხადი, ისე, როგორც დღე და ღამეა.
ჩვენ დიდი ხანია მივდიოდით ერთმანეთის შესახვედრად ვიწრო ბილიკებით, მთებით და ყოილებით მოფენილი გზებით, რომელსაც მეტწილად წარმოსახვაში ვხედავდით, მანამ, სანამ ერთმანეთი ახლოს არ გავიცანით.
მერე კი სულის ძაფებით ვკრავდით ნაგროვებ ლექსებს და ფაქიზად ვჩუქნიდით ერთმანეთს, ერთი დღის დღესასწაულზე წასაკითხად. ვუკითხავდით ერთმანეთს მზეშენახული გულებიდან ძვირფას დანაზოგს, მეტწილად უმზეობისას მოსახმარად.
ამ საღამომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები დაამოკლა.
გუშინ შემოდგომამ მზე ბეჭებზე მოიხურა და
ჩემს სამშობლოში შემოდგომა ლექსად მოვიდა!!!
დამშვიდობებისას ვთქვით,
მზე მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ ხვალ ისევ ამოვიდეს…
და რომ კიდევ მრავალჯერ შევხვდებით ბაზალეთის მიწაზე.
ობლებად რომ არ დავრჩეთ, უნდა ერთმანეთი გვყავდეს…
დიდი მადლობა, ჩემო მეგობარო პოეტებო, გუშინ სალონური საღამო უდავოდ შედგა” _ წერს პოეტი ბელა ალანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

რამდენიმე დღის წინ, ბელა ალანიას სახლის ულამაზეს ეზოში, პოეტები შეიკრიბნენ და პოეზიის საღამო მოაწყეს.

გთავაზობთ ამ საღამოს ფოტოებს.

 

.

.

.

.

.

.

კომენტარები
Загрузка...