სამართალი და კრიმინალი

,,ჩემმა შვილმა უცბად გათიშა ტელეფონი…”_ მტკვარში 31 წლის მამაკაცს ეძებენ

მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 9 კაციანი სამაშველო ჯგუფია ჩართული.

31 წლის მამაკაცი ბოლოს, სავარაუდოდ, გუშინ ნახეს. დაკარგულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს პრობლემები არ ჰქონია. დაკარგული ვეფხვია ხაჩიძის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქრება. მამის განცხადებით, მისი შვილი სახლიდან გამოსვლის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

“ჩემი შვილი 31 წლის არის, არაფერი პრობლემა ჰქონია, ერთი შვილი ჰყავდა. ბოლო კონტაქტი მასთან ჩემს მეუღლეს ჰქონდა, ჩემმა შვილმა უცბად გათიშა ტელეფონი, მანამდე კი უთხრა მალე მოვალ სახლშიო,” – აცხადებს მტკვარში დაკარგული ბიჭის მამა, ლერი ხაჩიძე.

31 წლის მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

„რუსთავი 2“„

Related Articles

Back to top button
Close