საინტერესო

,,ჩემი ცოლის დაქალები”-ს გადაღებები შეჩერდა

სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალები”-ს გადამღები ჯგუფი განცხადებას ავრცელებს:

,,მეგობრებო,

ვიცით, ყველა მოუთმენლად ელოდებით ჩემი ცოლის დაქალების ახალ სერიებს, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ იძულებულები გავხდით დროებით შეგვეჩერებინა გადაღებები.

🔴 ამ დრომდე 3 გადამღები ჯგუფი მუშაობდა ყოველდღე, რათა ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თქვენამდე მოგვეტანა ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გვაიძულებს, შევწყვიტოთ სამუშაო პროცესი. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელების რისკი. 🦠

დავბრუნდებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.

მანამდე კი შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩემი ცოლის დაქალების ყველა არსებულ სერიას ჩვენს ოფიციალურ საიტზე: dakalebi.ge

🔵 სერიალის დაბრუნების ზუსტი თარიღი დაიდება ჩვენს Facebook გვერდზე.

გაუფრთხილდით თავს, დაიცავით რეკომენდაციები.

გისურვებთ ჯანმრთელობას”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close