საზოგადოება

“ჩემი თხოვნა იქნება შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება”

გერმანულ Voice-ში გამარჯვებული ქართველი მომღერალი ნათია თოდუა ფეისბუქით საქართველოს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.

“უღრმესი მადლობა რომ მთელი საქართველო ზეიმობთ ჩემთან ერთად!
უბედნიერესი ვარ!

ასევე მსურს მოგიწოდოთ რომ უბრალოდ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება ნათელ მომავალში ,რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგვახარებს და გაგვაბედნიერებს.

მე ბედნიერი ვარ რომ ამის ძალა აღმომაჩნდა, ბედნიერი ვარ რომ ცხოვრებამ ბავშვობიდან ბრძოლა მასწავლა და გამაძლიერა როგორც პიროვნება. ის შეფასება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო რომ დღეს აქ ვყოფილიყავი,ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება. არ ჩავუციკლდეთ წარსულს, რომელშიც თავად თვლით რომ შეცდომა იყო ..

ნუ გავაზიარებთ იმ ნეგატივს, რაც საბედნიეროდ ჩემს წარსულშია. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, ყველა ადამიანია თავისი თავის უფალი,”-წერს ნათია თოდუა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close