საზოგადოება

,,ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, ადვოკატთა ასოციაცია არ იქნება ჩართული პოლიტიკურ პროცესებში”

დავით ასათიანი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი:

,,ჩემო მეგობრებო და კოლეგებო,ნდიდი მადლობა იმ სიყვარულისა და თანადგომოსათვის რასაც თქვენგან გვრძნობ ეს დღეები.

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი რჩეული ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე.

ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის და მერწმუნეთ, რომ ამ გზაზე უკანდახევა არ იქნება.

გპირდებით, რომ ჩვენ ვიქნებით პრინციპული და კრიტიკული ოპონენტები, როცა საქმე შეეხება ადამიანის უფლებებს, ადვოკატის დამოუკიდებლობას, დაცულობას და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორცილებას.

ამასთან, მინდა სრული პასუხისმგებლობით დაგარწმუნოთ, რომ ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, ადვოკატთა ასოციაცია არ იქნება ჩართული, თუ რაიმენაირად გამოყენებული ხელისუფლებისათვის ბრძოლაში თუ სხვა სახის პოლიტიკურ პროცესებში.

ერთად გავაძლიეროთ ჩვენი პროფესია !!!

.

.

.

.

.

.

.

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close