საზოგადოება

შუმახერის ოჯახი “სამედიცინო სასწაულის” მოლოდინშია

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის რეაბილიტაციის პროცესი ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა, ბრიტანულმა გაზეთმა Mirror-მა საკუთარი წყაროს მეშვეობით გაარკვია, რომ ლეგენდარული გერმანელის ოჯახის წევრებს ჯერ ისევ აქვთ მიხაელის გამოჯანმრთელების იმედი.

“ის შორეული სამყაროდან გზავნის სიგნალებს. მის მეუღლესა და შვილებს კვლავაც სამედიცინო სასწაულის იმედი აქვთ” – წერს Mirror-მა.

2013 წლის დეკემბერში მიხაელ შუმახერმა თხილამურებით სრიალისას თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.

ბოლო ინფორმაციით, გერმანელი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, მისი წონა 45 კილოგრამს შეადგენს, სიმაღლე – 160 სანტიმეტრია. ადრე, პილოტის წონა 74 კილოგრამი იყო, სიმაღლე – 174 სანტიმეტრი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close