გიორგი ტურაზაშვილი, ადვოკატი:

ოჯახური ძალადობის საქმეებზე ყველა სამართკებრივი მიმართულებით არა ერთი კვკევა დააფინანსა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და განახორციელა ჩვენმა არასამთავრობო სექტორმა. გამოვლინდა პრობლემები, მიგნებები და გამოწვევები. გაიცაკონკრეტული რეკომენდაციები.

აღნიშნული კვლევა -ანგარიშები “აკრძალულ ლიტერატურას” კი არ წარმოადგენს წასაკითხი იყო/არის და საუკეთესო საშუალებაა საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ცვლილებების იმ მიმართულებებით სადაც პროფესინალებს პრობლემა ექმნებათ ხოლო არაპროფესიონალები კი საკუთარ პოზიციებს თვითნებურად იყენებენ…

P.S. შსს და პროკურატურას
სანამ ოჯახში ძალადობის მიზეზები არ იქნება გამოძიებული (თა არა სუბიექტური მარჩიელობა) და მის შესაბამისად პროპორციული პრევენციული მიდგომა არ მოხდება ვერ შემცირდება მსგავსი დანაშაულები და სატრაბახოს ის კი არ წარმოადგენს თუ რამდენს დააბრალე და დაიჭირე, არამედ ის თუ რა გაარკვიე რა მოხდა და რატომ, რისი გამოვლენის შემდგომ შემუშავებული გექნებათ სოციალური მიმართულებები მსხვერპლსა და მოძალადეს შორის მომხდარის პრევენციაზე.

კომენტარები